9 მარტს, ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრთან” თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა თემაზე – “მრავალფეროვანი საზოგადოების ღირებულება”, რომელსაც მოწვეული ტრენერი – ნატი გელოვანი უძღვებოდა.
ეხვედრას ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრები ესწრებოდნენ. მათ, ტრენერთან ერთად განიხილეს შემდეგი საკითხები:
რა არის ადამიანის უფლებები და რატომ არის მნიშვნელოვანი?
რას ნიშნავს თანასწორობის უფლება?
რატომ არის მნიშვნელოვანი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა?
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.