ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში “ფილმების კლუბი” გაიხსნა

ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში “ფილმების კლუბი” გაიხსნა. კლუბში გაწევრიანებულია 15 აქტიური ახალგაზრდა, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება და ღიად და თავისუფლად აფიქსირებს საკუთარ აზრს. კლუბის მიზანია, ახალგაზრდებს, ფილმების, როგორც საგანმანათლებლო რესურსის გამოყენებით, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების, დაკვირვებისა და სიტუაციის მრავალმხრივი შეფასების უნარი. გარდა ამისა, შეხვედრების დროს გამართული დისკუსიების, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ტიპის დავალებების დახმარებით, გაიუმჯობესონ საკუთარი აზრის წერილობით თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემის უნარები
ka_GE