22 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებულ საცხენოსნო კლუბი “ჯარჯის” ტერიტორიაზე ეთნო-ბანაკი 2023 გაიმართა. ბანაკმა 70 მონდომებულ ახალგაზრდას უმასპინძლა.
ბანაკის პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო, მონაწილეები განაწილდნენ გუნდებში და საღამოს ღონისძიებისთვის მოემზადნენ.
მეორე დღე დაეთმო ტრენინგს თემაზე: “კარიერის მართვა და პროფესიული ორიენტაცია”, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ივეტა გოგავა. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა გააცნობიერეს თავიანთი პიროვნული უნარ-ჩვევები, ინტერესები და შეიმუშავეს პროფესიების არჩევის სამოქმედო გეგმა.
ბანაკის მესამე დასკვნითი დღე ეთნო-კულტურული შეხვედრით დაიწყო. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი კულტურა და ტრადიციები. ისაუბრეს იმ განსხვავებებსა და საერთოზე, რაც სხვადასხვა ეთნოსებს შორისაა. საღამოს მონაწილეებმა, საერთო საბანაკე თამაში – “მებანაკე” ითამაშეს. დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და მედლები.