ესეების კონკურსი – “ქალების უხილავი და აუნაზღაურებელი შრომა”

ახმეტის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ესეების კონკურსი – “ქალების უხილავი და აუნაზღაურებელი შრომა”. კონკურში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკის ოცამდე მონაწილემ.

კონკურსის დროს გამოვლინდა არაერთი საინტერესო ნაშრომი, რომელიც განსხვავებული ხედვით წარმოაჩენდა თემის აქტუალობას და სიმძაფრეს.

საპრიზო ადგილები გამოავლინა სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ:

I ადგილი – მარიამ ხაშმელაშვილი;

II ადგილი: თაკო ყარალაშვილი;

III ადგილი: თათია ჩურჩხელაშვილი;

გამარჯვებულებს გადაეცათ “ბიბლუსის” სასაჩუქრე ვაუჩერები, ხოლო ყველა ნამუშევარის ავტორს – მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ka_GE