კამპანია “აჩუქე წიგნი თიველ ბავშვებს”

ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციამ, წამოიწყო კამპანია “აჩუქე წიგნი თიველ ბავშვებს” , იმისთვის, რომ თივში მცხოვრებ გოგონას- მარინას, დაეხმაროს წიგნის კლუბისთვის, წიგნების შეგროვებაში. 

თივი ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პატარა სოფელია, სადაც ეთნიკურად ავარიელი მოსახლეობა ცხოვრობს.
სულ მალე, თიველ ბავშვებს სივრცე ექნებათ, სადაც შეძლებენ არაფორმალურ გარემოში შეკრებას, შეხვედრებს, მათთვის საინტერესო ამბების დაგეგმვას. 
 
კამპანიაში, ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სულაკაურის გამომცემლობამ, რომელმაც წიგნები არ დაიშურა თიველი ბავშვებისთვის.
 
 
 
ka_GE