ქვეითთა გადასასვლელების მოხატვა ახმეტაში

ახმეტის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ახმეტაში ორი ქვეითთა გადასასვლელი მოიხატა.
 
 2021 წლის ბოლოს ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი- “დაიწყე ცვლილებები” გამოაცხადა. საგრანტო განაცხადის შემოტანის შესაძლებლობა მხოლოდ ახალგაზრდული ცენტრების წევრებს ჰქონდათ. ქვეითთა გადასასვლელის მოხატვა ერთ-ერთი იდეაა საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებიდან.
 
იდეის ავტორების მიერ შერჩეული დიზაინით ქვეითთა გადასასვლელები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე #1 საბავშვო ბაღისა და სახელოვნებო სკოლის მიმდებარედ მოიხატა.
ka_GE