ახალსოფელში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.

ფაშიზმზე გამარჯვების  72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ასევე, “ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობი საქველმოქმედო ფონდის”  ხელმძღვანელებმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახალსოფლელ ვეტერანებს- მიხეილ ჭიჭიბოშვილსა და გიგო არაქელოვს მიულოცეს ეს დღე, ტრადიციულად გადასცეს სასაჩუქრე კალათები და ფულადი ჯილდო.

ka_GE