ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალსოფელში, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა  ღონისძიება მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით გააფორმეს. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ცენტრის მიერ განხორციელებული ყველა წარმატებული პროექტი, რომელიც “წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის” ძალისხმევითა და მახარდაჭერით ხორციელდება. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელი-დავით ხახუტაშვილი,  “წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ფონდის” დირექტორი-ალექსი ფილფანი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა  და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები და ექიმები. 

ka_GE