მე-4 წელია აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ჩემპიონატი ახალსოფელში.
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდების ინიციატივით ყოველწლიური ჩემპიონატი წელსაც გაიმართა სპორტის სამ ძირითაად სახეობაში.
სხვადასხვა ასაკის ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ფრენბურთში, ფეხბურთსა და კალათბურთში შეეჯიბრნენ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც პრიზები “წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმქმედო ფონდმა” გადასცა.