ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციამ დაიწყო უკრაინის მხარდასაჭერი კამპანია “ერთად უკრაინისთვის”.
ჩვენი გუნდი მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დაიწყო უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რესურსების მობილიზება.
კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა განსხვავებული ფორმატისა და შინაარსის აქტივობები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პირველი მხარდასაჭერი აქტივობა 6 მარტს, დედაენის ბაღში გაიმართა.
სადღესასწაულო ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ქართული სამაგიდო თამაშები- „ტვინკი“ და „კომპუტო“ შევთავაზეთ.
გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.