ღონისძიება ქალთა უფლებების თემაზე

22 მარტს, ყვარელში, საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით დისკუსიასა და მოკლე ფილმების ფესტივალს ქალთა უფლებების თემაზე, უმასპინძლა ჩვენმა მეგობარმა ყვალის ევროკლუბმა.

ღონისძიებაში საელჩოსთან ერთად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) მონაწილეობდა.
მომხსენებლები – ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი; ანა მიქაძე – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი; ლეონორა ფანდი – საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ატაშე.
 
ღონისძიებას ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან ერთად, 60-ზე მეტი სკოლის მოსწავლე ესწრებოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის 10-ზე მეტი სკოლიდან. მათ შორის იყვნენ ჩვენი აქტიური წევრებიც.
ka_GE