შეხვედრა პროექტის “ახალგაზრდები სოფლის განვითარების” ფარგლებში

ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში პროექტის “ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის” პირველი შეხვედრა გაიმართა!

შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის – ახალსოფელი, თივი, სარუსო, ზინობიაანი, მთისძირი, 25-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი მონაწილეებისა და პროექტის გაცნობა და თანამშრომლობითი, მეგობრული გარემოს შექმნაა იყო.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.

ka_GE