სამოქალაქო ფორუმი

რეგიონალური განვითარების ცენტრის RDC პროექტი “თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისათვის” ფარგლებში სამოქალაქო ფორუმი გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი ახალგაზრდების, ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის  ხელშეწყობა იყო.შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, აღსანიშნავია, რომ ფორუმზე ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მოწვეულნი და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები. ორგანიზაციებმა   ისაუბრეს თავიანთი საქმიანობების, წარმატებული პროექტებისა  და სამომავლო გეგემების შესახებ. 

შეხვედრის დასასრულს პროექტში ჩართულ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. 

ka_GE