ტრენინგი პროექტის “ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის”ფარგლებში

ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში  პროექტის „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის“ფარგლებში „ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციებსა და ადვოკატირების“ საკითხზე ტრენინგი ჩატარდა.

პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ორი დღის განმავლობაში ჩაუტარდათ ტრენინგ/შეხვედრები  ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებთან დაკავშირებით  .შეხვედრის ფარგლებში  ახალგაზრდები თეორიული და პრაქტიკული აქტივობების თანამონაწილეები იყვნენ.

პროექტში „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის“ ყვარლის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის 25-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

ტრენინგს უძღვებოდა GIPA-ს ლექტორი, „რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი და თვითმართველობის საკითხების ექსპერტი- ლიზი სოფრომაძე

ka_GE