ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში პროექტი “ახალგაზრდული ეთნო ლაბის” პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის პირველი ნაწილი სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდების გაცნობას, გამოცდილებების გზაიარებას, სახალისო აქტივობებსა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობას დაეთმო.
მეორე ნაწილში პროექტის მონაწილეებს ადგილობრივი დამწყები სტარტაპერები, ქართული თამაშების „ტვინკისა“ და „კომპუტოს“ შემქნელები – სოფიო სტეფანიშვილი და სალომე ქოქიაშვილი შეხვდნენ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის(CIPDD) პროექტის „განსხვავებული რეგლიგიური ჯგუფების გაძლიერება სათემო და სამოქალაქო აქტივობებში“ ფარგლებში.