ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში, პროექტი “ახალგაზრდული ეთნო ლაბის” ფარგლებში მეორე სეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის  თემა-სოციალური მედიის როლი, დეზინფორმაცია და პროფესიასთან დაკავშირებული სტერეოტიპები იყო. 
ახალგაზრდულ ჯგუფთან აღნიშნულ საკითხებზე კონრად ადენაუერის ფონდის პროგრამის მენეჯერმა, რუსეთის ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის მკვლევარმა- გიორგი ბუტიკაშვილმა ისაუბრა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთათვის საჭირო უნარ ჩვევების განვითარება დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების იდენტიფიცირების მიმართულებით.