პროექტის- „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის“ კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა!
შეხვედრა ითვალისწინებდა სემინარს მოხალისეობასა და სამოქალაქო აქტივიზმზე,საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე, მის პოზიტიურ შედეგებსა და გავლენებზე.
ტრენინგს უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის”დირექტორი – ნანა ნერსეზაშვილი.
შეხვედრა საინტერესო აქტივობებითა და თამაშებით იყო დატვირთული. პროექტის მონაწილეებმა სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობით აქტიური მოქალაქის კონცეფციის მნიშვნელობა გაიაზრეს, ისაუბრეს ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ფორმებზე, ასევე ეფექტურ კომუნიკაციაზე.