ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი ტრენინგ- შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ ახალგაზრდული ეთნო ლაბი“ ფარგლებში.
შეხვედრის თემა – გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ
ახალგაზრდულ ჯგუფთან ამ საკითხებზე EMT-ისა და SIQA-ს წარმომადგენლებმა- მარიამ და პავლე თვალიაშვილებმა ისაუბრეს.
შეხვედრის მთავრი მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მონაწილეებს UWC-ს, The Diamond Challenge-ისა და Rotary კლუბის, მათი ძირითადი საქმიანობისა და მიმართულების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ .
შეგახსენებთ, რომ “ახალგაზრდული ეთნო ლაბი” ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6 სოფლის ახალგაზრდებისთვის შეხვედრების ციკლს მოიცავს, რომელიც ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის(CIPDD) პროექტის „განსხვავებული რეგლიგიური ჯგუფების გაძლიერება სათემო და სამოქალაქო აქტივობებში“ ფარგლებში.