კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა პროექტის- „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში!
შეხვედრა ითვალისწინებდა ვორქშოფს სოციალური მედიისა და ახალი ტექნოლოგიების ღირებულებაზე თანამედროვე სამყაროში . „როგორ გავხადო ჩემი საქმიანობა წარმატებული“.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდების სოციალური მედიის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა, საკუთარი იდეების განხორციელება და რეალობად ქცეული იდეის განვითარება იყო.
მონაწილეები გაეცნენ სოციალური მედიის როლს და ღირებულებებს. ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სოციალური მედია გვთავაზობს.
შეხვედრა გაიმართა ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში, რომელსაც ხუთი სოფლის 24 ახალგაზრდა დაესწრო.ვორქშოფს წარუძღვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი და სამაგიდო თამაშების კუთხის დამფუძნებელი Gio Bejanishvili (უცხოგრაფი) .
ტრენინგი 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ხალისიან და აქტიურ ფორმატში.
შეხვედრას სამიზნე სოფლების (მთისძირი, სარუსო, ახალსოფელი, თივი, ზინობიანი) 24 ახალგაზრდა ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით,
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი