4 მარტს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა პროექტის „ახალგაზრდული ეთნო ლაბი“ ფარგლებში.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შეაჯამეს 4 თვის განვავლობაში ყოველკვირეული ტრენინგ-შეხვედრების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.
შეხვედრის ფარგლებში, 30-ზე მეტ მონაწილეს გადაეცა პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ “ახალგაზრდული ეთნო ლაბი” ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6 სოფლის ახალგაზრდებისთვის შეხვედრების ციკლს მოიცავს, რომელიც ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის(CIPDD) პროექტის „განსხვავებული რეგლიგიური ჯგუფების გაძლიერება სათემო და სამოქალაქო აქტივობებში“ ფარგლებში.