შემაჯამებელი გასვლითი ტური პროექტის “ახალგაზრდული ეთნო ლაბი” ფარგლებში

11 მარტს შემაჯამებელი, გასვლითი ტური მოეწყო პროექტის „ახალაგზრდული ეთნო ლაბი“ ფარგლებში.

პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა ტურის საშულებით იმოგზაურეს ერთმანეთის სოფლებში. მოინახულეს, როგორც კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ასევე შეხვდნენ სხვადასხვა სოფლის წარმოამდგენლებს, რომლებმაც სოფლის ისტორიის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ საინტერესო ცნობები გაუზიარეს.

აღნიშნულ ტურს უძღვებოდა – თამთა კონჯარია, რომელმაც ყვარლის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში გიდობა გაუწია პროექტის მონაწილეებს.

 აქტივობის მიზანი იყო, პროექტში ჩართული სხვადასხვა სოფლისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და კეთილმეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

პროექტი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის(CIPDD) მხარდაჭერით პროექტის „განსხვავებული რეგლიგიური ჯგუფების გაძლიერება სათემო და სამოქალაქო აქტივობებში“ ფარგლებში.

ka_GE