5 მაისს, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის მეწარმეობის საფუძვლების კლუბის წევრები 12 საათის განმავლობაში, გურჯაანის ტექნოპარკში “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს მხარდაჭერით გაიმართულ ინოვაციების ბანაკში მონაწილეობდნენ.
დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა იმუშავეს მდგრადი განვითარების თემაზე და დაამუშავეს იდეები, რომელიც წარუდგინეს ჟიურს.
დღის ბოლოს ახალგაზრდებს გადაეცათ სერთიფიკატები, მათ შორის ორ გამარჯვებულ მონაწილეს კი ფასიანი საჩუქრები.