ეთნიკური მრავალფეროვნებით დასახლებულ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, 2016 წელს, შეიქმნა ახალსოფლის ახალგაზრდელი ცენტრი-“ სადაც არა მხოლოდ ახალსოფლის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლიბის ახალგაზრდებსაც აქვთ შესაძლებლობა ერთობლივად იმუშაონ და განვითარდნენ.
ჩვენი პროექტი „ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის“ სამკერვალო სახელოსნო სოფელ ახალსოფელში მდებარეობს. შესაბამისად, აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით, შეიკრიბონ ცენტრის სივრცეში, გაცვალონ აზრები ერთობრივად იმუშაონ და ხელი შეუწყონ საკუთარ თვითგანვითარებას.
სოფლის მასშტაბით ქალების მხარდაჭერა გაზრდის ადგილობრივ მაცხოვრებელთა მოტივაციას, ხელს შეუწყობს ჩამოყალიბებას ცვილებებზე ორიენტირებულ პიროვნებებად და გააძლიერებს, მათ ეკონომიკურ და სოციალურ ჩართულობას. ჩვენი სურვილია შევქმნათ სრულად ფუნქციონალური სოციალური ინიციატივა-„სამეზობლოს ატელიე“.
საზოგადოების, ჩართულობით დავეხმარებით სამ სოფელს – თივს, სარუსოსა და ახალსოფელს. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თივსა და სარუსოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი თემებისთვის. ცენტრი მუდამ ცდილობს არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. აქ, ოსი, ავარიელი და ქართველი ახალგაზრდები ერთად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში, ბანაკებსა თუ კლუბებში.
ჩვენი მიზანია ამ პროექტის ფარფლებში შევქმნათ, ურთიერთობის, დიალოგისა და თანამშრომლობის უსაფრთხო და ინკლუზიური სახელოსნო. გვჯერა, რომ განათლება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, თანაბარი, მჭიდროდ დაკავშირებული ადგილობრივ საზოგადოებასთან. ცენტრის საქმიანობაში ყველაზე საამაყო ასობით ახალგაზრდისთვის მომავლისკენ გაღებული კარებია. ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს გზა – ზრუნვით სოფელზე, თემზე, გარემოსა და ადამიანებზე.
სურვილის შემთხვევაში, პროექტის ფინანსურად მხარდასჭერად ეწვიეთ ბმულს:
https://www.kisa.ge/donate/2i0xkqpx0p