ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ასევე, “ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობი საქველმოქმედო ფონდის” ხელმძღვანელებმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახალსოფლელ ვეტერანებს- მიხეილ ჭიჭიბოშვილსა და გიგო არაქელოვს მიულოცეს ეს დღე, ტრადიციულად გადასცეს სასაჩუქრე კალათები და ფულადი ჯილდო.