ახალსოფელში ფილმის – “ექვთიმე ღვთისკაცი” კინოჩვენება გაიმართა

9 თებერვალს ახალსოფლის მოსახლეობა სოფლის დაარსების დღეს აღნიშნავს. ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ამ დღესთნ დაკავშირებით,  ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის “ ექვთიმე ღვთისკაცის” კინოჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებას რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა. 

მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ და კითხვები დაესვათ  ფილმის შემქმნელი ჯგუფისთვის.

ka_GE