ჩვენ შესახებ

ორგანიზაციის შესახებ

ახალგაზრდული ცენტრების ასოციაცია 2016 წელს, არარეგისტრირებული სათემო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდა. 2018 წლის 23 ივლისს კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდა. ორგანიზაციის დაარსების ინიციატორი და მხარდამჭერი იყო ბიზნესმენი – დავით ხახუტაშვილი.

ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის მისიაა ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა. 

ასოციაცია შექმნის დღიდან ახორციელებს საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით, სოციალურ, სამეწარმეო, საქველმოქმედო, სპორტულ და სხვა მიმართულების პროექტებს.

ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციაში ამჟამად ერთიანდება ახალსოფლის, ახმეტისა და მესტიის ახალგაზრდული ცენტრები. ცენტრალური ოფისი მდებარეობს თბილისში.

ორგანიზაციის მიზანი

ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის მიზანია ახალგაზრდების ინტელექტუალური, ფიზიკური, პიროვნული და პროფესიული პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარების ხელშეწყობა; ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა; მცირე ეთნოსთა სოციალური, პიროვნული, ინტელექტუალური და მოხალისეობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა; განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებზე ზრუნვის ხელშეწყობა; მხარდაჭერა საინიციატივო ჯგუფებისათვის, ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის პოპულარიზაცია;

პარტნიორები

ka_GE