დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 22 აპრილს ახმეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოინახულეს ბაწარა-ბაბანეულის დაცული პერიტორია.
ბაწარა-ბაბნეულის უფროსმა რეინჯერმა გიორგი აბრამიშვილმა ცენტრის წევრებს გაუზიარა ინფორმაცია დაცული ტერიტორიისა და აქ არსებული ფლორასა და ფაუნის შესახებ. Ასვე გააცნო დეტალურად რეინჯერის პროფესია, მათი მოვალება და საქმიანობის ძირითადი მიმართულება.
გიორგი აბრამიშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ 10 საუკეთესო რეინჯერს შორის დაასახელა. Ახმეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გიორგი აბრამიშვილს მიულოცეს ეს საპატიო წოდება და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს.