ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში ფილმის ჩვენება გაიმართა

ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ლიტერატურულ კლუბში გაიმართა საინტერესო ღონისძიება — ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ჰელადოს“ საფუძველზე შექმნილი ფილმის ჩვენება. ღონისძიება ორ ეტაპად განხორციელდა: თავდაპირველად, კლუბის წევრებმა წაიკითხეს თავად მოთხრობა, რის შემდეგაც მოეწყო ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება.

აქტივობის მთავარი მიზანი იყო ტექსტისა და კინოვერსიის შედარება, სხვადასხვა მხატვრული საშუალებების ანალიზი და წაკითხულისა და ნანახის შინაარსობრივი გააზრება. ფილმის დასრულების შემდეგ კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები, ემოციები და შეფასებები. გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელშიც მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟების, სიუჟეტის განვითარების და ავტორის სათქმელის მიმართ.

en_US