2024 წლის 6 აპრილს, თბილისი მოლში, “ჯუნიორ ეჩივმენთი საქართველო” აშშ-ს განვითარების სააგენტოს (usaid) პროექტის “სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში, ჯუნიორ ეჩივმენთის პროგრამის “მეწარმეობის საფუძვლები”-ს სწავლების ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა გამართა.
ფესტივალზე მონაწილეობა მიიღo ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ დაარსებულმა კომპანია “ოჩომ”.
კომპანია “ოჩო” აწარმოებს ჩარმებს QR კოდით, რომელიც ზრუნავს თქვენი და თქვენი ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოებაზე.