“ინგლისური ენის კლუბში” დაიწყო ახალი და საინტერესო პროექტი

“ინგლისური ენის კლუბში” დაიწყო ახალი და საინტერესო პროექტი, რომელიც მონაწილეებს დაეხმარება სივის (CV) შექმნასა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში.

პროექტის პირველი ეტაპი შაბათს, 5 აპრილს გაიმართა და დღე ბევრად საინტერესო და საინფორმაციო აღმოჩნდა.

პროექტის მონაწილეები ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში, რომლის მიზანიც იყო მათი მომზადება პროფესიულ სამყაროსთან შესახვედრად. მათ იმუშავეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოამზადონ ეფექტური და გამორჩეული სივი, როგორ წარმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები და როგორ გაამარტივონ გასაუბრების პროცესი.

en_US