ეთნო-ბანაკი 2018

ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ მოეწყო საველე ტიპის ბანაკი, სადაც ქართველებთან  ერთად მონაწილეობდნენ უდი, ავარიელი და ქისტი ახალგაზრდებიც.

ჯამში საველე ტიპის ბანაკში 50-მდე სხვადასხვა ეთნოსის ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. 

5 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ჩართულები იყვნენ საგანმანათლებლო, გასართობ, ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობებში. ეს ყოველივე კი ხელს უწყობდა მათ დაახლოებას და სამომავლოთ ურთიერთობის გაგრძელებას.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ “წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი”, “ორბელიანი საქართველო” და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.

ka_GE