29 თებერვალს, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი და „ენერგო ინვესტი“ ერთობლივ გამწვანების აქციაში ჩაერთო.
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა „ენერგო ინვესტისა“ და „ავანი ჰესის“ თანამშრომლებთან ერთად თავწმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიის მიმდებარედ 250 კაკლის, ცაცხვისა და იფნის ნერგები დარგეს.
გამწვანების აქცია მიზნად ისახავდა სოფლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას, ახალგაზრდების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და თვიშეგნების ამაღლებას. ერთობლივ გამწვანების აქციაში ახალგაზრდული ცენტრის წევრებისა და „ავანი ჰესის“თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა სოფლის მაცხოვრებლებმაც მიიღეს.