გამოფენა-გაყიდვა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად

ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრების ინიციატივით სამებობის დღესასწაულზე უკრაინელების დასახმარებელი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ დამზადებული საკვები, გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული. 

აქციას შეუერთდა თექის კლუბი , ჩაის კომპანია “ღოლოიანიდან” და  ქართული სამაგიდო თამაშები “ტვინკი” და “კომპუტო”.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინელ ხალხს.

ka_GE