5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ახალგაზრდული ცენტრების ასოციაიცაც შეუერთდა.
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ კატასტროფებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს. ბავშვებმა სოფელში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ამ პრობლემების მოგვარების მათეულ ხედვებზე იმსჯელეს.
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ფილმის ჩვენების შემდეგ, სოფლის ცენტრში მდებარე სკვერში დასუფთავების აქცია მოეწყო.