გასვლითი ტური მოეწყო “ახალგაზრდული ეთნო ლაბის” მონაწილეებისათვის

17 თებერვალს, პროექტის „ახალგაზრდული ეთნო ლაბი“ ფარგლებში გასვლითი ტური მოეწყო, თელავის უნივერსიტეტსა და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისში“.
 
ტურის მიზანი იყო, პროექტში ჩართული ახალგაზრდების ინფორმირება სასწავლო პროგრამების შესახებ. მონაწილეებმა დაათვალიერეს ორივე სასწავლო დაწესებულება და გაეცნენ თითოეული მიმართულების სპეციფიკას.
 
შეგახსენებთ,რომ პროექტი „ახალგაზრდული ეთნო ლაბი“ ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის(CIPDD) პროექტის „განსხვავებული რელიგიური ჯგუფების გაძლიერება სათემო და სამოქალაქო აქტივობებში“ ფარგლებში.
ka_GE