“ღია ბიბლიოთეკა”

„ღია ბიბლიოთეკა“ ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს წიგნის პოპულარიზაციას, განათლების ხელმისაწვდომობასა და წიგნიერების დონის ამაღლებას საზოგადოებაში. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წიგნის მცირე სათავსოების (ე.წ. „ღია ბიბლიოთეკების“) განთავსებას და რეგულარულ განახლებას ლიტერატურით.

პირველი “ღია ბიბლიოთეკა” 2019 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის სკვერში განთვსდა. Მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, შემდეგი “ღია ბიბლიოთეკა” კი ახალოსფლის ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარედ გაიხსნა.  აღნიშნული პროექტი ეკო-კლუბისა და ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ერთიანი ძალისხმევით განხორციელდა.

მალვე, ამ პროექტს შემოუერთდა ახმეტის მუნიციპალიტეტი. ახალგაზრდული ცენტრის ასოციაციის მხარდაჭრით, ახმეტის ცენტრში, 2020 წელს  განთავსდა ღია ბიბლიოთეკა. 

ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში იგეგემება არაერთი ღონისძიება და სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელის საშუალებითაც “ღია ბიბლიოთეკა” მდიიდრდება ახლი და საინტრესო წიგნებით.

აღსანიშნავია, რომ “ღია ბიბლიოთეკების” პროექტი  დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ახალსოფლის ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ka_GE