მოხალისეობის რეგიონალური ფორუმი 2022

თელავში, ლოპოტა სპა რეზორტში, რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის” გაიმართა, სადაც ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის  ხელმძღვანელები და აქტიური წევრები იყვნენე მიწვეულნი.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი გამოფენა.

ფორუმის მიზანია: კახეთის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია.

აღნიშნული ფორუმი განხორციელდა:ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და კახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით.

ka_GE