პროექტი “ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის”

ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი ეძებს მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდებს პროექტში “ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის” მონაწილეობისთვის.
 
თუ გინდა შენი სოფლის განვითარება, ეძებ თანამოაზრეებს, გინდა განივითარო უნარები ცვლილებების დასაწყებად, მაშინ გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და შეავსე სააპლიკაციო ფორმა.
 
რას მოიცავს ჩვენი პროექტი?
მოხალისეთა ჯგუფების შექმნას ყვარლის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში- ახალსოფელი, ზინობიაანი, თივი, სარუსო, მთისძირი.
 
რა არის პროექტის მიზანი?
პროექტის „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის“ მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების (მათ შორის, გოგონების/ქალების) სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.
 
რას გთავაზობთ?
  • ვორქშოფები;
  • შეხვედერები;
  • თანამშრომლობა ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან;
  • მცირე საგრანტო კონკურსი პროექტის მონაწილეებისთვის;
  • მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო.
 
შეავსე სააპლიკაციო ფორმა და მოგვწერე შენი მოტივაციის შესახებ 24 ნოემბერის ჩათვლით.
 
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.
ka_GE