ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა 29 ივლის ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი ბულგარეთში, ქალაქ ნესებრში ჩატარდა.
აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, ანსამბლმა “კახელომ”მოიპოვა პირველი ადგილი, ხოლო კვარტეტმა “ანეთმა” – გრან-პრი.
პროექტის მხარდამჭერი იყო “წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი”.