შეხვედრა თელავის “ამერიკულ კუთხეში”

ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრი-თათია სვიმონიშვილი ამერიკის ელჩ დეგნანს შეხვდა. 

შეხვედრას თელავის ამერიკულმა კუთხემ უმასპინძლა, შეხვედრაზე  ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის გაცნობა, ცენტრში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების განხილვა მოხდა, ასვე ისაუბრეს  ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე-“საკვირაო სკოლა”, რომელიც ამერიკის საელჩოს დაფინანსებით პროექტი-“თემის ელჩების” ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრაზე მოწვეული იყო თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი, კახეთის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი მათ  ახალგაზრდებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, უმასპინძლეს დისკუსიას, როგორ იმოქმედებს  მათზე რუსეთის  ომი უკრაინაში.

ka_GE