14 მარტს, ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში საინტერესო ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია უძღვებოდა
ახალგაზრდულ ჯგუფთან ქბ.ნანამ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან თელავის ტექნოპარკი და ახმეტის ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ჩაფურიშვილი.