ტრენინგი თემაზე-“ფოთლების წვის მავნებლობა”

14 მაისს ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის ორგანიზებით ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)‘’ ფარგლებში  ჩატარდა ტრენინგი „ფოთლების წვის მავნებლობა“.  

ტრენერად მოწვეული იყო კახა სუხიტაშვილი, რომელმაც მონაწილეებთან ერთად განიხილა: გარემოს დაცვის საკითხები; ფოთლების წვის მავნებლობა; ნარჩენების გონივრული მართვა და კომპოსტირება.

აღმოჩენილი და გამოკვლეული იქნა პროექტით გათვალისწინებული არალეგალური ნაგავსაყრელები. ბატონ კახასთან ერთად შემუშავდა  ნარჩენების გონივრული მართვის რეკომენდაციები. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მაკულატურის ყუთები, რომლებიც  განთავსდა   კონკრეტულ ლოკაციებზე. პარალელურად დაიწყო მაკულატურის შეგროვება. შეგროვებული მაკულატურა გადაიცვლება ახალ წიგნებში  და  განთავსდება ღია ბიბლიოთეკაში.  

ka_GE