ტრენინგი თემაზე:  “როგორ მოვამზადოთ ეფექტური პრეზენტაცია”

21- 22 სექტემბერს ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატადა ტრენინგი თემაზე- “როგორ მოვამზადოთ ეფექტური პრეზენტაცია” ტრენინგს უძღვებოდნენ განათლების სპეციალისტები  ბექა ბეროშვილი და ქეთი დევნოზაშვილი. 

ტრენინგის მონაწილეები ეფექტური პრეზენტაციის მომზადების წესებს, შიშის დაძლევის, ყურადღების კონცენტრაციას, პრეზენტაციის პროგრამაში აწყობას  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ. 

ქეთი დევნოზაშვილმა და ბექა ბეროშვილმა ახალსოფლის ახაგაზრდულ  ცენტრსა და ღია ბიბლიოთეკას 300-ზე მეტი ელექტრონული  წიგნი გადასცეს.

ka_GE