ტრენინგი-ვიკი მოხალისეობის შესახებ

ახალსოფლისა და ახმეტის ახალგაზრდულ ცენტრებში ჩატარდა ახალგაზრდული ცენტრების ასოციაცის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ვიკიპედიის შესახებ.

ტრენინგს უძღვებოდნენ ართული ვიკიპედიის ადმინისტრატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეცნიერო მიმართულების რედაქტორი  –  მიხეილ ჭაბუკაშვილი და ქართული ვიკიპედიის კონტრიბუტორი, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი  –  ჯაბა ლაბაძე.

ტრენინგზე განიხილეს – თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს ელექტრონული  ენციკლოპედია – ვიკიპედია, რა ადგილი უკავია საქართველოს ვიკიპედიის მსოფლიო რეიტინგში, როგორ გავხდეთ ვიკიპედიის მოხალისეები და როგორ გავამდიდროთ ახალი ინფორმაციით. 

ტრენინგს ახალგაზრდული ცენტრის წევრების გარდა ესწრებოდნენ ადგილობრივი სკოლის მასწავლებლები და ამ თემით დაინტერესებული პირები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიგეგმა ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ქართული ვიკიპედიის მუშაობაში.

 

ka_GE