ეთნო-ბანაკი 2023

22 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებულ საცხენოსნო კლუბი “ჯარჯის” ტერიტორიაზე  ეთნო-ბანაკი 2023 გაიმართა. ბანაკმა 70 მონდომებულ ახალგაზრდას უმასპინძლა.

ბანაკის პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო, მონაწილეები განაწილდნენ გუნდებში და საღამოს ღონისძიებისთვის მოემზადნენ.

 მეორე დღე  დაეთმო ტრენინგს თემაზე: “კარიერის მართვა და პროფესიული ორიენტაცია”, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ივეტა გოგავა. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა გააცნობიერეს თავიანთი პიროვნული უნარ-ჩვევები, ინტერესები და შეიმუშავეს პროფესიების არჩევის სამოქმედო გეგმა.

ბანაკის მესამე დასკვნითი დღე ეთნო-კულტურული შეხვედრით დაიწყო.  მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი კულტურა და ტრადიციები. ისაუბრეს იმ განსხვავებებსა და საერთოზე, რაც სხვადასხვა ეთნოსებს შორისაა. საღამოს მონაწილეებმა, საერთო საბანაკე თამაში – “მებანაკე” ითამაშეს. დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და მედლები.

ka_GE