ტყის სკოლა ახალ ეტაპზე გადავიდა!

5 აპრილს ტყის სკოლამ შეხვედრების ახალი ციკლი დაიწყო.

პირველ სესიას ნათია ტურიაშვილი უძღვებოდა და მან მონაწილეებს მუნიციპალური რესურსებისა და კულტურული მრავალფეროვნების თემაზე ესაუბრა.

შეხვედრისას მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის, როგორც რესურსის, მნიშვნელობაზე მუნიციპალიტეტების განვითარებაში და ერთობლივად იმუშავეს თემის ვიზუალიზაციაზე.

6 აპრილის სესია სათემო ადვოკატირებას მიეძღვნა. არაფორმალური განათლების მიდგომებით ჯგუფი ორ ნაწილად დაიყო და სხვადასხვა აქტივობების დახმარებით, გუნდის ლიდერების ჩართულობით, მონაწილეებმა საერთო მიზნის მისაღწევად არსებული დაბრკოლებების გადალახვა შეძლეს.

ka_GE