23 თებერვალს, ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე – “უსაფრთხო მიგრაცია”.
შეხვედრას უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი – მაკა ლეონიდი.
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის 20 აქტიურ ახალგაზრდასთან ერთად, ქალბატონმა მაკამ განიხილა:
უვიზოდ მიმოსვლის პირობები
ლეგალური და არალეგალური მიგრაცია
ტრეფიკინგი
სწავლა საზღვარგარეთ
თავშესაფრის საკითხები
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.