ახალსოფლის დაარსების დღე

9 თებერვალს ახალსოფლის დაარსების დღე აღინიშნება.
წელს ახალსოფელი 172 წელს აღნიშნავდა.
 
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით,
2024 წლის ღონისძიებისთვის, შეირჩა ხუთი ნომინაცია, რომელსაც თითო გამარჯვებული ეყოლებოდა.
 
ნომინანტების გამოსავლენად, გასული წლების გამარჯვებულები ჩაერთვნენ პროცესში, ამავდროულად ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია “ერთად გამოვავლინოთ საპატიო ახალსოფლელები” სადაც, თითოეული ნომინაციის ღირსეული კანდიდატის გამოსავლენად ახალსოფლის მოსახლეობამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა.
 
9 თებერვლის ღონისძიებაზე “საპატიო ახალსოფლელების ჯილდოს” მფლობელები გამოვლინდნენ.
წლევანდელი “საპატიო ახალსოფლელის” ჯილდოს მფლობელები გახდნენ:
 
მარიკა ცუკილაშვილი – “ახალგაზრდების აღზრდაში, განვითარებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის”
 
ნუცა და ელენე წყალობაშვილები – “სოფლის ისტორიისა და კულტურული ძეგლების დაცვისთვის”
 
დავით ყვენწაშვილი – “მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი”
 
ნუკრი საბრალოშვილი – “პროფესიის სიყვარულით თანასოფლელებზე ზრუნვისთვის”
 
ვალერი გოგილაშვილი – “გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის”
 
მათ დაჯილდოვებასა და დაფასებაში ბევრმა მოხალისე ადამიანმა, სტარტაპმა თუ ბიზნესმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. მათ პირადად გადასცეს საჩუქრები საკუთარ რჩეულებს.
ka_GE