ეთნოკულტურული ფესტივალი

16 სექტემბერს, პროექტის “ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის” ფარგლებში, გაიმართა “ეთნოკულტურული ფესტივალი 2023”.
 
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობრივების მიერ შექმნილი ნამუშევრები, დაეგემოვნებინათ და მონაწილეობა მიეღოთ ხუთი სხვადასხვა ეთნოსის ტრადიციული კერძების (ქართული, უდიური, ავარიული, ოსური და მესხური) მომზადების პროცესში.
 
ფესტივალზე მონაწილე საინიციატივო ჯგუფებმა, სტუმრებს გააცნეს და გაუზიარეს ინფორმაცია კონკრეტული ეთნოსების ტრადიციების, რელიგიისა და კულტურის შესაძებ.
 
გარდა ამისა, ფესტივალზე ნახავდით როგორც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, ასევე ბიზნეს-კომპანიებს, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი პროდუქტი. ესენი იყვნენ: წვეულებების გასაფორმებელი კომპანია – “მარიშკას დიზაინი”; “ფერომონები”; “ჩაი ღოლოიანიდან”, სამაგიდო თამაშები- “ტვინკი”, “კომპუტო”, “ბილიკი პონტომდე”.
 
საგამოფენო სივრცეში, ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში არსებული თექისა და ხატვის კლუბის წევრების მიერ შექმნილ ნამუშევრებთან ერთად, სტუმრებს დახვდათ ლონდა ჯიბუტისა და ეკა ვარდიაშვილის ნამუშევრები.
 
ფესტივალი ორგანიზებულია ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის- „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების მიერ.
 
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
ka_GE