28 სექტემბერს ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელზე საინფორმაციო სესია ჩაატარეს თამარ ლომიძემ და ნია ნორაკიძემ.
ქსელი წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ახალგაზრდულ გაერთიანებას და მოქმედებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის EU NEIGHBOURS EAST-ის ფარგლებში.
სესიას დაესწრნენ ახალსოფლის აქტიური ახალგაზრდები და დიდი ინტერესი გამოხატეს წარმოდგენილი შესაძლებლობისადმი.